მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან

რუსი ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად რუსულ ჯარში ძალების გადაჯგუფება მიმდინარეობს და ისინი ახალი შეტევითი ოპერაციისთვის ემზადებიან.

„მათი მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან გერმანიის შემდეგ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება საფრანგეთმაც მიიღო. სააგენტო „ფრანს პრესი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს.

„მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ეს ნაბიჯი არის ევროპული ინიციატივის ნაწილი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მანამდე, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ, 40 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება გერმანიამ მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button