მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი სამხედროების განცხადებები ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რეალობას არ შეესაბამება

(ISW) ცნობით, რუსულ ძალებს სოლედარი არ აუღიათ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ჯერჯერობით, კონკრეტულად არაფერს იუწყება სიტუაციაზე დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში, სადაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელი, სერხი ჩერევატი ასევე აცხადებს, რომ რუსი სამხედროების განცხადებები ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რეალობას არ შეესაბამება.
“რუსები ამბობენ, რომ სოლედარი მათ კონტროლს ექვემდებარება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დაელოდეთ დეტალებს გენერალური შტაბის რეზიუმეში.”- განაცხადა პოლკოვნიკმა ჩერევატიმ.

The Guardian-ი წერს, რომ რუსეთის დაქირავებული ჯგუფის “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ინფორმაციით, მისმა ძალებმა დაასრულეს უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება.

“ვაგნერის ქვედანაყოფებმა აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია.” – თქვა ევგენი პრიგოჟინმა აუდიო შეტყობინებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის Telegram-ზე.

ამასთან გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სოლედარი ნახსენებია მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით მდებარე იმ რაიონებს შორის, რომლებიც მოწინააღმდეგემ ბოლო 24 საათში დაცხრილა.

გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან. წინა დღის, 10 იანვრის დილისგან განსხვავებით, ამ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალში არ არის სოლედარი.
სოლედარის დამცველმა უკრაინელმა სამხედრომ ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს 10 იანვარს უთხრა, რომ ქალაქში კრიტიკული სიტუაციაა და დაღუპულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ აღარავინ ითვლის. მისი ინფორმაციით, შენობები ხან ერთი და ხან მეორე მხარის ხელში გადადის და 10 იანვრის საღამოს მდგომარეობით გაურკვეველი იყო, სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებენ რუსები.

უკრაინის ხელისუფლებამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ რუსეთი ძლიერ შეტევას აწარმოებს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე. ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა სამხედროებმა სოლედარში გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსკოვმა 6-7 იანვარს, ცალმხრივად გამოაცხადა ე.წ. საშობაო ზავი.

10 იანვარს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური იუწყებოდა, რომ რუსეთმა სოლედარში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია და სავარაუდოდ, ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებს. სოლედარი მდებარეობს ქალაქ ბახმუტთან, რომლის დაპყრობა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მთავარ ოპერატიულ ამოცანად რჩება, თუმცა, ზეწოლის გაძლიერების მიუხედავად, უახლოეს ხანში ვერ შეძლებს ბახმუტის ალყაში მოქცევას, რადგან უკრაინის სამხედრო ძალებს შექმნილი აქვთ მდგრადი თავდაცვის ხაზი.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსულ ძალებს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ, მიუხედავად რუსეთის ცრუ განცხადებებისა, რომ ქალაქი დაეცა და გარდაუვალი გახდა ბახმუტის ალყაში მოქცევაც.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რთულია იმის შეფასება, რომელი მხარე აკონტროლებს სოლედარის ამა თუ იმ ნაწილს, რადგან ქუჩის ბრძოლებისას სიტუაცია შესაძლოა, ძალიან სწრაფად იცვლებოდეს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებითვე, სოლედარზე სრული კონტროლის დამყარების შემთხვევაშიც კი, რუსეთი ვერ შეძლებს, რომ ბახმუტი ალყაში დაუყოვნებლივ მოაქციოს.
რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა წუხელ განაცხადა, რომ ამ დაჯგუფების „ქვედანაყოფებმა კონტროლქვეშ აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია“.

“თუმცა, სოლედარში ტერიტორიის კონტროლის რეალობა ბლოკიდან ბლოკამდე არ არის ნათელი ურბანული ბრძოლის დინამიური ხასიათის გამო. […] სოლედარის კონტროლი სულაც არ მისცემს საშუალებას რუსეთის ძალებს გააკონტროლონ უკრაინის სახმელეთო ხაზები ბახმუტთან”, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომელიც სოლედარზე კონტროლის დაკარგვას დაადასტურებს.

ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს სოლედარის დამცველმა უკრაინელმა სამხედრომ უთხრა, რომ ქალაქში კრიტიკული სიტუაციაა და დაღუპულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ აღარავინ ითვლის. მისი ინფორმაციით, შენობები ხან ერთი და ხან მეორე მხარის ხელში გადადის და 10 იანვრის საღამოს მდგომარეობით გაურკვეველი იყო, სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებენ რუსები.უკრაინის ხელისუფლებამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ რუსეთი ძლიერ შეტევას აწარმოებს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე. ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა სამხედროებმა სოლედარში გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსკოვმა 6-7 იანვარს, ცალმხრივად გამოაცხადა ე.წ. საშობაო ზავი.

10 იანვარს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური იუწყებოდა, რომ რუსეთმა სოლედარში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია და სავარაუდოდ, ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებს. სოლედარი მდებარეობს ქალაქ ბახმუტთან, რომლის დაპყრობა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მთავარ ოპერატიულ ამოცანად რჩება, თუმცა, ზეწოლის გაძლიერების მიუხედავად, უახლოეს ხანში ვერ შეძლებს ბახმუტის ალყაში მოქცევას, რადგან უკრაინის სამხედრო ძალებს შექმნილი აქვთ მდგრადი თავდაცვის ხაზი

მტერი სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობს, მაგრამ წარუმატებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

“სოლედარში მძიმე ბრძოლები გრძელდება.

განცდილი დანაკარგების შემდეგ, მტერმა კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი ქვედანაყოფები, გაზარდა “ვაგნერელების” რაოდენობა, ცდილობს ჩვენი სამხედროების დაცვის გარღვევას და ქალაქის მთლიანად დაპყრობას, მაგრამ წარუმატებლად”, – წერს მალიარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button