რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დააკავეს.
ნიკა და ბადრი კულავები „საზღვის უკანონო გადაკვეთის მცდელობის“ ბრალდებით დააკავეს, ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელეებს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ცნობით, ერთ-ერთ მათგანი 60 გრამი მარიხუანას გადატანას ცდილობდა.
დაკავებულები ამჟამად გალის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

რუსეთის ძალოვან უწყებაში აცხადებენ , რომ დაკავებულები საქართველოში ნათესავებთან აპირებდნენ გადასვლას. დაკავება 25 სექტემბერს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button