მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა – კახოვკა დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმიის ყველა დანაყოფმა დატოვა ხერსონის რეგიონის ქალაქი ნოვაია კახოვკა. ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებს რუსეთის მხარე.

გენერალური შტაბის თანახმად, 22 მარტის მდგომარეობით “ოკუპანტების არმიის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა – კახოვკას დასახლებულ პუნქტში განლაგდებოდა, ქალაქი დატოვა”.

შტაბის ინფორმაციით, ამას ოკუპანტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვა უძღოდა წინ. ოკუპანტებმა სამოქალაქო მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკის, ძვირფასეულობების, ტანსაცმლისა და მობილური ტელეფონების “კონფისკაცია” მოახდინეს.
“2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით, დამპყრობელთა არმიის ყველა შენაერთმა, რომელიც ხერსონის რეგიონში, ნოვაია კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა გამორჩენის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის შენობებში ჩატარებული „შემოვლა“. ოკუპანტებმა სამოქალაქო მოსახლეობას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურის შტაბის ცნობაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მოწინააღმდეგე ახლა თავდაცვით ქმედებებს აწარმოებს.
გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალებმადატოვეს ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდგე ამჟამად ახორციელებს თავდაცვით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.
ქალაქ ნოვაია კახოვკაზე რუსეთის არმიამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში დაამყარა კონტროლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button