მნიშვნელოვანისაქართველო

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ ილურიძე დააკავეს.

ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

გელა გიუნაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ყუმბარმტყორცნიც ჰქონდათ.

თამაზ ილურიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.

ილურიძეს სოფელში ოჯახის წევრები არ ჰყავს, ამიტომ გორის მერი ფლავისმანის მოცხოვრებლებს შეხვდა და მათ აცნობა, რომ უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ოსურ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ილურიძის გათავისუფლების მოთხოვნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button