მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასაქართველოსიახლეები

რუსთაველის აქციას სოლიდარობა გერმანიაშიც გამოუცხადეს

გერმანიის ხუთ ქალაქში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, ჰანოვერსა და ფრანკფურტში, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

როგორც რადიო ჰერეთთან აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა, თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს კი სოლიდარობა გამოუცხადეს.

ემიგრანტები თვლიან, რომ მათი ხმებიც ისევე გაყალბდა, როგორც საქართველოში.

“ჩვენ ემიგრანტები, არჩევნების დღისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, ვეხმარებოდით ერთმანეთს, რომ ყველას შეგვძლებოდა მონაწილეობის მიღება, ჩვენ ვითხოვდით ცვლილებებს და ისევე როგორც საქართველოში მაცხოვრებელ ამომრჩეველს, ჩვენც წაგვართვეს ჩვენი ხმები, ამიტომ, ჩვენ დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის აქციას და ამავდროულად ვიცავთ საკუთარ ხმებს”, – განუცხადა რადიო ჰერეთს მარიკა მეგრელიშვილმა.

ფრანკფურტში მცხოვრები სოფო მაჩიტიძე რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ ემიგრანტები არ დაიღლებიან და საკუთარ პროტესტს სხვადასხვა ფორმით მომავალშიც დააფიქსირებენ.

“აქ იმიტომ ვარ, რომ არ ვცნობ ლეგიტიმურად, ძალადობით და დაშინებით გაყალბებული არჩევნების შედეგებს, მოვითხოვ ხელახალ არჩევნებს და არ დავიღლები პროტესტით”, – აცხადებს სოფო მაჩიტიძე.

გერმანიის სხვადასხვა ქალაქში აქციები სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებისა და ორგანიზაცია, “ერთად სახლში” ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button