მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან

მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად პარლამენტთან არიან შეკრებილი, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პარლამენტთან ოპოზიციონერი ლიდერები არ გამოჩენილან. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მათ უცხოელ დიპლომატებთან დაიწყეს შეხვედრა. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.

პარლამენტთან ელოდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ გუშინ, ორბელიანების სასახლეში გამართული კონსულტაციების შემდეგ მოუწოდეს.

როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან და დღევანდელი აქციით მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ დგანან ერთად.
ცნობისთვის აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პროევროპული ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად, გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაიგეგმა.

აქციის შესახებ ინფორმაცია თავად სალომე ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა და ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და შედეგებს არ აღიარებს.

“[შევიკრიბოთ] ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას რომ მშვიდობიანად დავიცვათ თითოეული ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილს განცხადებით, პროტესტი არ უნდა შენელდეს და კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

„ოლიგარქს სურს ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება და სიამაყე,საბოლოოდ წაგვართვას თავისუფლება.

ჩვენ უნდა ვუთხრათ მას და მის პატრონებს მოსკოვში, მთელი მსოფლიოს გასაგონად – არ დაგნებდებით! არ წაგართმევინებთ სამშობლოს!

არ გადაგაქცევინებთ ჩვენს ხალხს ოლიგარქის და რუსი მიგრანტების მომსახურე პერსონალად! არ ჩაგატოვებინებთ ერთ დროს წარმატებულ ქვეყანას ჭაობში!

საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო პირველ რიგში არის გმირების ქვეყანა, რომელთაც მოიტანეს ჩვენი ქვეყნის იდენტურობა და არსებობა ჩვენამდე!

ჩვენს ქვეყანას ისევ ჭირდება გმირობა და თავდადება, ძალა ერთობაშია!

ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად.

არათუ არ უნდა შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, სანამ წელში არ გადავტეხთ მოძალადე რეჟიმს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button