რუსთაველის გამზირი გადაიკეტა-რუსთაველის გამზირისკენ მიემართება სამი პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მარშიც

რუსთაველის გამზირზე, სადაც ცოტა ხანში აქცია უნდა დაიწყოს, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. – ამ დროისთვის პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრები იკრიბებიან. მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
პარლამენტთან შეკრებილებს ცოტა ხნის წინ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, სამი პოლიტიკური გაერთიანების: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს.
ამ წუთებში პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა – სამართალდამცველები იმყოფებიან როგორც ჩიტაძისა და 9 აპრილის, ისე ჭიჭინაძის ქუჩებზე. ისინი პარლამენტის შესასვლელებთან არიან გამაგრებული.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით ცოტა ხანში მიმართავენ