მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთაველის გამზირზე ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეებს აკავებს

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.
უცნობია, რა მიზეზით დააკავეს მოქალაქეები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.

მოქალაქეები სამართალდამცავებს დაემორჩილნენ, თუმცა მოულოდნელად რამდენიმე პირი დააკავეს. მოქალაქეები ამ წუთებში არ ატარებენ იმ მანქანებს, რომელშიც დაკავებულები იმყოფებიან.

შეხლა-შემოხლისას ერთ-ერთი პირი დაშავდა. ამ დროისთვის მას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება. აქციის მონაწილეები ტროტუარებზე რჩებიან და აქცია გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button