რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები 2 თვეზე მეტია იკრიბებიან, აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები 2 თვეზე მეტია იკრიბებიან, აქცია განახლდა.
მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს.
მოქალაქეებს პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც შეკრებილების მხრიდან შეძახილები: მონებო, მონებო!” მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეებმა მაინც გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა რეპრესიული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს აქციის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
ისინი სკანდირებდნენ : “გეშინოდეთ ხალხის ძალის!”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”.
მათ გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: “ ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს!”.
რუსთაველზე შეკრებილები მსვლელობის მონაწილეებს ოვაციებით შეხვდნენ.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 71-ე დღეა აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.