მნიშვნელოვანისაქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა.

ამ დროისთვის გამომსვლელები შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართავენ. აქციაზე იმყოფება 2012 წელს არჩევნების წინა საღამოს გურჯაანში, სოფელ კოლაგში გარდაცვლი ბარბარე რაფალიანცის დედა თათია მექერიშვილი. ასევე იქ იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწლეებს სიტყვის მიმართა ზაზა სარალიძემ.

საპროტესტო გამოსვლები 31 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე. მოსამართლემ ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მეორე კი დამნაშავედ აღიარა არა დავით სარალიძის მკვლელობაში, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებდა, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უცნობია ვინ მოკლა დავით სარალიძე. 31 მაისს, მთავარ პროკურატურასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვეს. შოთაძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აქციამ გადაინაცვლა პარლამენტთან, სადაც საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებმა მოითხოვეს საქართველოს მთავრობის გადადგომა.

მსგავსი პოსტები

Back to top button