20:00 საათის მონაცემებით, აქტივობამ 58,94% შეადგინა
ცესკოს წინასწარი მონაცემები ცნობილია. ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 3, 111 უბნიდან დათვლილია 2, 137 უბნის მონაცემები, რაც საარჩევნო უბნების 68, 692%-ია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.
„ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია.ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემები ცნობილია. ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 3, 111 უბნიდან დათვლილია 2, 137 უბნის მონაცემები, რაც საარჩევნო უბნების 68, 692%-ია.
წინასწარი შედეგების მონაცემები პარტიებისა და კოალიციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ქართული ოცნება”- 52, 943%
“კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძე” – 11, 197
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”- 9, 797%
“ლელო – ძლიერი საქართველო” – 9,056%
“გახარია საქართველოსთვის” – 8,264%
“გირჩი” – 3,253
ამ დროისთვის დათვლილია , რაც სეადგენს უბნების 68, 692%.