მნიშვნელოვანისიახლეები
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება
უწყვეტი პროტესტის 43-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
მანამდე, ადგილზე საპოლიციო კორდონი იყო განლაგებული, რომელიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
“საქართველოს გაუმარჯოს” – ისმის აქციის მონაწილეების შეძახილი.
პროტესტის მოთხოვნები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. დემონსტრანტების თქმით, საპროტესტო აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მათი უცვლელი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზება შეინიშნება.
მანამდე დემონსტრანტებმა დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.