მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოიერიშე თვითმფრინავებმა ჰამასის რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და იარაღის საწყობებს დაარტყეს.

„ჰამასის“ მონაცემებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 37 431-ს აღწევს, 85 653 კი დაშავდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.

უწყება წერს, რომ მოიერიშე თვითმფრინავებმა ჰამასის რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და იარაღის საწყობებს დაარტყეს.

ამასთან, რაფაჰსა და ჩრდილოეთ ღაზაში, ჰამასის რამდენიმე მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ამასთან ღაზის სექტორში ისრაელის მიერ იძულებით გადაადგილებულთა კარვების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიის ტანკები არაბული ანკლავის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის სიღრმეში შევიდნენ და კარვებს ცეცხლი გაუხსნეს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვას ქალაქ ღაზის ლტოლვილთა ბანაკში 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს, რომლებიც ღია სივრცეში ჩავარდა.

„ჰამასის“ მონაცემებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 37 431-ს აღწევს, 85 653 კი დაშავდა.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია და თავიდან უნდა იქნას აცილებული, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გაერო-ს ხელმძღვანელის თქმით, რეგიონის და მსოფლიოს სახელმწიფოები თავს უფლებას ვერ მისცემენ, რომ ლიბანი კიდევ ერთი ღაზა გახდეს.

„მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. ბავშვები, ჟურნალისტები და სამედიცინო მუშაკები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნე და იძულებით გადაადგილებულმა თემებმა უნდა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება. მსოფლიომ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ დაუყოვნებელი დეესკალაცია არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია. სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ჩვენი მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის შესაბამისად. გაერო-ს სამშვიდობოები, როგორც წესი, ადგილზე არიან და მუშაობენ დაძაბულობის დეესკალაციისთვის უკიდურესად რთულ გარემოში“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში სრული ქაოსი და უკანონობაა, რადგან ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ძარცვავენ და დანიშნულების ადგილამდე ტვირთი ვერ მიაქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button