მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რუსთაველზე აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან პერიოდულად აფეთქებების ხმა ისმის

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმა

ძალადობრივი ჯგუფები, რომელსაც პოლიცია მდუმარე აქციიდან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის ბარიერებით ყოფდა, ცდილობენ გაარღვიონ დაბრკოლებები და შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიცია, აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილები.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა სამარშუტო ტაქსები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია იმართება, პარალელურად კონტრაქციას ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშვეთის ეკლესიასთან მართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button