რუსთაველზე რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

რუსთაველზე  რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. რუსთაველზე  მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

აქცია-კონცერტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა, მომზადდა სცენა, საიდანაც მაყურებელს სამაუწყებლო კომპანიის სახეები მიმართავენ და იქ შეკრებილებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ რუსთავი2-ის გარშემო შექმნილ ვითარებას.

დღეს სცენაზე რუსთავი2-ის პროექტების გამარჯვებულებს და ის მომღერლები გამოვლენ, რომლებიც მაყურებელმა სწორედ სამაუწყებლო კომპანიის ეთერით გაიცნო.

შეკრებილები აღნიშნავენ, რომ  ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად გრძელდება და საზოგადოება ამ კუთხით აქტიური უნდა იყოს.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაკეტილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button