რუსთავი 2 არ გაჩერდება – ხალვაშის პრესსამსახური

“რუსთავი 2-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნები იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება შელახული უფლებების აღდგენის პროცესში”, – ასე გამოეხმაურა შექმნილ ვითარებას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური.

ასევე მიმართავს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, ხელს ნუ შეუშლიან ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით და სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას.

“ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების ცდებს. ტელეკომპანია რუსთავი 2 არ გაჩერდება და არც ერთი ჟურნალისტი და თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს,” – წერია ქიბარ ხალვაშის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button