მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“რუსთავი 2” და PrimeTime ერთი ჰოლდინგი იქნება
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/r2pt.jpg)
ტელეკომპანია “რუსთავი 2” და “პრაიმ ტაიმი” ერთიანდება. ამის შესახებ “რუსთავი 2″-ის დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით , მიზანი 2022 წლისთვის სატელევიზიო ბაზარაზე პირველობაა.
„ვგეგმავთ, რომ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენი გადაცემები უფრო მრავლფეროვანი გახდეს. რუსთავი 2 კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ყურებადი გახდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ 2022 წლისთვის სატელევიზიო ბაზარაზე პირველობას”, – განაცხადა სალიამ.
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა, რაც კომპანიაში დასაქმებული “ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციასაც” გულისხმობს.