“რუსთავი 2-ის დავა უკვე დამღლელია” – თეა წულუკიანი
რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ლაგოდეხიდან გამოეხმაურა.
როგორც რადიო “ჰერეთს” თეა წულუკიანმა განუცხადა, “ეს დავა საზოგადოებისთვისაც და მისთვისაც დამღლელია და მხარეებს მოუწოდა, დავა უშუალოდ სასამართლოში გააგრძელონ და შედეგებს დაელოდონ”.
“ჩემი პოზიცია არის მარტივი. რუსთავი2-ის მფლობელებს შორის დავა რომელიც მიმდინარეობს, არის ჩემთვისაც და საზოგადოების ბევრი წევრისთვისაც უკვე დამღლელი, და მე მხარეებს მოვუწოდებ, რომ იდაონ სასამართლოში და ჩვენ მოგვცენ საშუალება, ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებდით. მათი დავა მათი დავაა, სასამართლო თავისუფალია და დაელოდონ დავის შედეგებს. მაგრამ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ამ დავის რეჟიმში. ჩვენ, სახელმწიფოს, მთავრობას, საზოგადოების თითეულ წევრს გვაქვს ბევრი სხვა საქმე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.