“რუსთავი 2-ის” საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა
უზენაესი სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.
“რუსთავი 2-ის” ადვოკატის ინფორმაციით, საქმე, სამის ნაცვლად, 9 მოსამართლემ უნდა განიხილოს და, ასევე, არ გამორიცხავენ განხილვა კვლავ ზეპირი მოსმენით მოხდეს.
ადვოკატის თქმითვე, მათი მოთხოვნა ამით არ იცვლება და სურვილია საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდეს.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ამ შემთხვევაშიც იმ 6-თვიან ვადაში უნდა ჩაჯდეს, რაც საკასაციო საჩივრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, ის ვარაუდობს, რომ მოსამართლეებს საქმის გასაცნობად გარკვეული დრო დასჭირდებათ.