“რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილება დღეს არ იქნება მიღებული
დღევანდელ პროცესზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს. მოსამართლე ურთმელიძემ მომდევნო სხდომა 26 ოქტომბერს ორშაბათს დილის 10:00 საათზე ჩანიშნა.
ასევე ორშაბათს გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობას.
რუსთავი 2-ის იურისტები ითხოვენ, რომ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 700 000 ამერიკული დოლარი ჩაირიცხოს, რომელიც იურისტების განცხადებით არის ზარალი რომელიც კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კომპანიის დაყადაღებით მიიღო.