რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო განხილვა გადაიდო

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საქმეზე სასამართლო განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

მოპასუხე მხარემ დღეს სხდომის გადადება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მისცემოდათ გონივრული ვადა, რათა საპაექრო სიტყვისთვის მომზადებულიყვნენ.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა დღეს კანცელარიაში ჩააბარეს განცხადება და გუშინდელი სხდომის ოქმი გამოითხოვეს, რომელზეც ექსპერტი შოთა ივანაშვილი დაიკითხა. პროცესი ხვალ 11:00 საათზე განახლდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button