მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყეს

სამხრეთმა კორეამ და შეერთებულმა შტატებმა 4 მარტს დაიწყეს დიდი მასშტაბის ყოველწლიური სამხედრო წვრთნა. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნის მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნაა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების ცნობით, ფართომასშტაბიან წვრთნაში, წელს, გასულ წელთან შედარებით, ორჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სამხედრო სწავლების მიზანია, გააძლიეროს ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხესთან გასამკლავებლად მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გაზარდა რაკეტების გამოცდის ინტენსივობა და გააძლიერა აგრესიული რიტორიკა. სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ჯარებმა დაიწყეს კომპიუტერულ სიმულაციაზე დამყარებული სამეთაურო წვრთნა სახელწოდებით „მშვიდობის ფარი“, ასევე საველე წვრთნების წყება. მთლიანობაში სამხედრო სწავლება 11 დღეს გასტანს.

ჩრდილოეთ კორეას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ყოველწლიური სამხედრო წვრთნის დაწყებაზე, რასაც ის ჩრდილოეთ კორეაში შეჭრის რეპეტიციად მიიჩნევს.

წარსულში მოწინააღმდეგეთა ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ჩრდილოეთი კორეა იარაღის პროვოკაციულ გამოცდას აწყობდა ხოლმე.
წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button