“რუსთავი 2”-ს გენერალური დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე იმყოფება.

გვარამია შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სტატუსით იმყოფება.
გამოძიებას ნიკა გვარამიასთნ კითხვები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმესთან დაკავშირებით აქვს.
ამავე საქმეზე რამდენიმე კვირის წინ დაკითხვაზე იმყოებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მამუკა ახვლედიანი.
შეგახსენებთ, ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button