“რუსთავი 2-ში შევალთ როდესაც ამის საშუალება იქნება” – ქიბარ ხალვაში [Audio]

ქიბარ ხალვაში, რომელსაც უზენაესმა სასამართლოს დიდმა პალატამ გუშინ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი მიაკუთვნა, სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
განცხადებას ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია იმედთან აკეთებს.
ხალვაში ამბობს, რომ ბედნიერია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და ის გეგმავს, რომ რუსთავი 2 იყოს კვლავ ლიდერი და ხალხისთვის სასარგებლო ტელევიზია.
რაც შეეხება რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტის მისვლას, ხალვაშის განცხადებით, ისინი სამაუწყებლო კომპანიაში მივლენ მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება იქნება.
მისივე თქმით, ყველა ის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც დარჩენას მოინდომებს შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.
ქიბარ ხალვაშის ხმა ►