რეგიონისაქართველოსიახლეები

ზეღდულეთში წვიმის გამო ნათესები დაიტბორა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მიწის ნაკვეთები წყლით დაიტბორა.

ზეღდულეთის მკვიდრის, ქეთინო საათაშვილის ბოსტანში წყალი იმ არხიდან შევიდა, რომელმაც ჭარბი წყალი ვერ გაატარა.

,,ისედაც ბევრი შემოსავალი არ გვაქვს. ამ წყალმა ხახვი გაგვინადგურა. გვიან ღამით დაიწყო წყალმა გადმოსვლა. სოფლის გამგებელს დავურეკე, იქნებ რამე ეშველა, მაგალითად, არხის წყალი სხვაგან გადაეგდოთ, მაგრამ ნეტა შენაო”. – ამბობს ქეთინო საათაშვილი.

ოჯახი დახმარებას ითხოვს.

წყარო: qartli.ge

 

მსგავსი პოსტები

Back to top button