“რუსთავი2”-ის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ დასრულდება

“რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალ,29 ოქტომბერს, 11:00 საათზე განახლდება, ამის შესახებ მოსამართლე ურთმელიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ” – ამის შესახებ თავად ტელეკომპანია იუწყება. 

ხვალინდელ სხდომაზე ტელეკომოპანიის იურისტები საპაექრო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

დღევანდელი სხდომა დღის მეორე ნახევარში ხმაურით მიმდინარეობდა. მოსამართლე ურთმელიძემ ტელეკოპანიის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა დღესვე დაიკითხა მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმე, სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილი, რომელმაც მოამზადა დასკვნა კომპანიის წილების ფასის შესახებ. – იუწყება ტელეარხი.

სასამართლოს პარალელურად დღეს ხარვეზით მუშაობს “რუსთავი2”-ის ოფიციალური ვებგვერდი.

ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გვერდზე სავარაუდოდ კიბერშეტევაა.

“სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ვებგვერდს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. სავარაუდოდ ხორციელდება კიბერ შეტევა 2 ცენტრალური სერვერიდან ერთ-ერთზე, რის გამოც შეზღუდულია მომხმარებლის წვდომა ვებგვერდზე. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” IT სსპეციალისტები ამ წუთებში მუშაობენ იმისთვის, რომ ტექნიკური ხარვეზები გასწორდეს”- აცხადებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button