“რუსთავი2”-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა, “პროტესტის უკიდურეს ზომას” მიმართა და საპროტესტო მაუწყებლობის ფორმაზე გადავიდა, არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში თქვა რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო.
” გვერწმუნეთ ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩენთვის, ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა რომელიც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს, თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს, ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, ამ წუთიდან რუსთავი2 გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე, ყველას გელოდებით კვირას, 14:30 სთ. პარლამენტს შენობის წინ, ერთად დავიცვათ სიტყვის თავისუფლება. – განაცხადა უდუმაშვილმა, რომელმაც მაყურებელს ბოლო ინფორმაცია გააცნო იმის თაობაზე, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი სავარაუდოდ გულის შეტევით.
მოუსმინეთ რუსთავი2-ის სპეციალურ გამოშვებას