მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავის მე – 17 პენიტენციურ დაწესებულებაში 14 ოქტომბერს გაჩენილმა ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ,  რომლის დაქვემდებარებაშიც პენიტენციური დაწესებულებებია.

ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი მიზეზი, რითაც პატიმრები გარდაიცვალნენ – ეს იყო დაკვამლიანება და ხანძრით მიყენებული დამწვრობა.

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button