რუსთავის მომხმარებელთა ნაწილისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა

სემეკმა წყლის ტარიფი დაადგინა. მარეგულირებელ კომისიაში განხილვისას გადაწყდა, რომ საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება ე.წ. მცხეთის წყლის როგორც გამრიცხველიანებული, ასევე მრიცხველის გარეშე მყოფი მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათ ერთი კუბური მეტრი 1 ლარით და 19 თეთრით გაუიაფდათ.

ტარიფი შეიცვალა წყლის კომპანია რუსთავის წყლის მომხმარებლისთვის.

სემეკის გადაწყვეტილებით, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის ტარიფი უცვლელია, თუმცა მრიცხველის გარეშე მყოფი მომხმარებლებისთვის ტარიფი სულზე 13 თეთრით გაძვირდა, კომერციულ სექტორს კი კუბური მეტრი 45 თეთრით გაუძვირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button