მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რუსთავის საკრებულო კარანტინშია

რუსთავის საკრებულო კარტანტინშია. როგორც ცნობილია, საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა.

ცნობილია ისიც, რომ ინფიცირებულის შვილს, რუსთავის საკრებულოს წევრს, აქვს კორონავირუსის სიმპტომები და ლუგარის ლაბორატორიაში მისი ნიმუშის მოკვლევა მიმდინარეობს.

საკრებულოს ის წევრები, რომლებსაც ინფიცირებულის შვილთან ჰქონდათ შეხება, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონტაქტები უკვე ცნობილია.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრის დედა თბილისში, ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button