რეგიონისაქართველოსიახლეები

რუსთავის საკრებულოს წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს წევრის მცირეწლოვან შვილს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. დაავადება არ დაუდგინდათ მის მეუღლეს და დანარჩენ 3 შვილს. ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების შესწავლა და გამოვლენა. ბოლო მონაცემებით, 50 ასეთი პირია გამოვლენილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს წევრის დედას დაუდასტურდა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვირუსი თავად საკრებულოს წევრსა და მამამისსაც აღმოაჩნდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button