რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული დააკვეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული, სამართალდამცავებამა, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ძებნილს ოქროს ნაძარცვი ნივთები აღმოაჩნდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მსჯავრდებული გაქცევის შემდეგ, ჯგუფურად განხორციელებულ შეიარაღებულ ყაჩაღობაში მონაწილეობდა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილი.
იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა.
მსჯავრდებულზე ძებნა 2016 წლის 1 სექტემბერიდან მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button