რუსთავის სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

43316653
ოთარ ვარამაშვილი

მეორე დღეა სამართალდამცველები გაქცეულ პატიმარს ეძებენ. ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გუშინ, მისივე საქმის განხილვის დროს გაიქცა.

ერთ-ერთი ვერსიით იგი საპირფარეშოს ფანჯრიდან გაიქცა და გარეთ მას მანქანა ელოდებოდა. მეორე ვერსიით კი,  რომელსაც სასჯელარსრულების სამინისტროშიც ადასტურებენ, ვარამაშვილმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახა და გაქცევაც სწორედ ამის შემდეგ შეძლო.

სამართალდამცველებმა სასამართლოს მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და სხვენები გაჩხრიკეს. წარსულში ნასამართლევი ვარამაშვილი 6 სხვადასხვა დანაშაულში, ქურდობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button