„რუსთავს“ ახალი მწვრთნელი ყავს. თემურ მახარაძემ პოსტი დატოვა

ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ეროვნული ლიგა 2-ის საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. მიზეზი უცნობია.
გუნდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მახარაძემ, კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ყოფილი თავკაცი რუსთაველებს 2020 წლიდან წვრთნიდა და მათ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
კლუბ „რუსთავს“ უკვე ყავს ახალი მწვრთნელი. გუნდი ვლადიმერ ხაჩიძემ ჩაიბარა.
ხაჩიძე გამოცდილი სპეციალისტია. ის ამ დრომდე სხვადასხვა ქართულ კლუბებში მუშაობდა: ხაშურის „ივერიაში, გორის „დილაში“, „გაგარში“, ვიტ ჯორჯიაში’ და „ბორჯომში“. 2020 წლიდან კი ოფიციალურად, ქუთაისის „ტორპედოს’ მწვრთნელი იყო.
2021 წლის სეზონი ლიგა2-ში 1 მარტს გაიხსნება. ახალი დამრიგებლის თაოსნობით „რუსთავი“ პირველ შეხვედრას 2 მარტს ბოლნისის წინააღმდეგ გამართავს.