რუსთავში 14 წლის მოზარდი ტბაში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა რუსთავში. 14 წლის მოზარდი კულტურისა და დასვენების პარკის ტბაში დაიხრჩო.

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილი, ორ მოზარდთან ერთად, პარკში სეირნობდა, შემდეგ კი საბანაოდ შევიდა.

მოზარდებმა, რომლებიც დაღუპული ბავშვის კლასელები არიან, მისი დახმარება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

ორივე ბავშვთა საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button