მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რუსთავში ევროპული საქართველოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს რუსთავში, ვახტანგ ქებაძეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქებაძის თქმით,ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც 50-ზე მეტი ადამიანი გარს შემოეხვია, მათგან სამმა ფიზიკურად იძალადა. დამტვრეულია მისი ავტომობილიც.

“დავინახე, რომ 50-ზე მეტი აგრესიულად განწყობილი ადამიანი მოემართებოდა ჩემს პირდაპირ… დამესხნენ თავს, როგორც ფიზიკურად ისე სიტყვიერად. მანქანას დაუშინეს, როგორც კვერცხები ისე ცოცხები, სხვადასხვა ნივთები, რაც ხელში ეკავათ. სამი ადამიანი იყო, ვინც ფიზიკურად იძალადა ჩემზე, დანარჩენები გარს იყვნენ  შემოხვეული და როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ” – აცხადებს ქებაძე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button