რუსთავში ხანძარს 84 წლის ქალი ემსხვერპლა
რუსთავში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
წინასწარი ინფორმაციით, მოხუცი კვამლისგან გაიგუდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მეზობლების თქმით, მოხუცს ეძინა და ცეცხლი, სავარაუდოდ, სანთლიდან გაჩნდა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.