რუსთავში “მერსედესი” მოიპარეს

რუსთავში „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოიპარეს.

როგორც დაზარალებული ამბობს, ავტომობილი საცხოვრებელი კორპუსის უკან ეზოში გვიან ღამით გააჩერეს, დილით 09:00 საათზე აღმოაჩინეს, რომ მანქანა ადგილზე აღარ იყო.

როგორც ოჯახის წევრი რიტა მაზმიშვილი აცხადებს, სამართალდამცავებმა მანქანა მალევე იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დააკევს თუ არა ვინმე მომხდართან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, გამტაცებელმა ავტომობილის მინა ჩაამტვრია და მისი წაყვანა ისე მოახერხა. მეზობლის განმარტებით კი ავტომობილი პოლიციამ ქალაქის გასასვლელში მიტოვებული ნახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ავტომანქანის ქურდობის ფაქტი გახსნა.

როგორც უწყებაში თქვეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

„საქმე ცხელ კვალზეა გახსნილი, დაკავებულია ერთი პირი, ნაპოვნია ავტომაქნანა“,- განაცხადეს შსს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button