მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება რუსუდან კერვალიშვილის და – მაია რჩეულიშვილი, რომელსაც სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.

შეგახსენებთ,რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button