მნიშვნელოვანისიახლეები

რუსულ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე 9 მარტს განიხილავენ

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტებს პარლამენტი 9 მარტს განიხილავს. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაიტანენ ორივე კანონპროექტს.

„ცხელი დღეები გვქონდა ამ დღეებში და როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტების მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთივე კვირა გვექნება.

ხვალ ასეთი დღის წესრიგი გვექნება: პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ განვიხილავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს.

რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით.

ხვალ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონის განხილვაც, რომელიც ასევე ვნებათა ღელვის საფუძველი გახდა. ვფიქრობ, რომ ეს კანონი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერეს ემსახურება“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტები, როგორც კი დამტკიცდება პირველი მოსმენით, იმწამსვე გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში. როგორც მდინარაძემ თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას აპირებს, თუკი მასში რაიმე არარაციონალური არ იქნება.

მდინარაძის განცხადების მიუხედავად, ოპოზიცია აცხადებს, რომ 7 მარტს 10:30 დაგეგმილი საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება.

„არ დაგაბნიოთ მდინარაძემ, შეშინებულები კი არიან და ხვალ არა, მაგრამ რუსული დავალების შესრულებას მაინც აპირებენ-ხუთშაბათს მივიღებთ რუსულ კანონსო, ოღონდ ამერიკულიაო.

სახ დეპმა და სენატმა, ჰელსინკის კომისიამ, ევროკავშირმა კი უთხრეს, რუსულია, არაა ამერიკულიო, მაგრამ მაინც.

ამიტომ ხვალ ისევ პარლამენტთან, 9:30″, – წერს „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე დეპუტატი „ლელოდან” სალომე სამადაშვილი.
არ დაგაბნიოთ მდინარაძემ, შეშინებულები კი არიან და ხვალ არა, მაგრამ რუსული დავალების შესრულებას მაინც აპირებენ-ხუთშაბათს მივიღებთ რუსულ კანონსო, ოღონდ ამერიკულიაო.

სახ დეპმა და სენატმა, ჰელსინკის კომისიამ, ევროკავშირმა კი უთხრეს, რუსულია, არაა ამერიკულიო, მაგრამ მაინც.

ამიტომ ხვალ ისევ პარლამენტთან, 9:30

6 მარტს, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

6 მარტს, დილიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავდნენ, დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის – ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.
გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, 7 მარტს პლენარულ სხდომაზე სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვაა დაგეგმილი.

“ხვალ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ იქნება სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვა, რომელიც ასევე ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. აგენტების შესახებ კანონებს რაც შეეხება, ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდება, თუ გვეყო ისიც. ხუთშაბათი დღე გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button