რუსულ «Аэрофлот»-ს კიევის ცაზე ფრენა აეკრძალა

უმსხვილესმა რუსულმა ავიაგადამზიდმა -კომპანია «Аэрофлот»-მა კიევის ხელისუფლებისგან შეტყობინება მიიღო, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბრიდან, მას უკრაინაში რეისების შესრულება ეკრძალება, – განუცხადა РИА Новости-ს «Аэрофлот»-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„უკრაინამ საკუთარ საჰაერო ტერიტორიაზე რუსული ავიაკომპანიების ფრენა აკრძალა, – 25 სექტემბერს, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა.

აგრეთვე, აკრძალულია რუსული ავიაკომპანიების ისეთი ტრანზიტული გადაფრენები, რომლებიც თვითმფრინავებით “საომარი დანიშნულების ტვირთის ან რუსული ცოცხალი სამხედრო ძალის” გადაზიდვას ითვალისწინებს, – წერს rbc.

რუსეთის წინააღნდეგ ახალი სანქციების მიღებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 16 სექტემბერს მოაწერა ხელი. აღნიშნულ სანქციებში შემდეგი რუსული ავიაკომპანიები მოხვდა: აეროფლოტი, ურალის ავიახაზები, ტრანსაერო, იამალი, ორენბურგის ავიახაზები, “Red Wings”, ვიმ-ავია, გაზპრომ-ავია, სიბირი და სხვა.

სანქციები შეეხო არა მარტო იმ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც უკრაინის ცაზე დაფრინავდნენ, არამედ მათაც, ვისაც საერთოდ არ უსარგებლია უკრაინის საჰაერო ტერიტორიით.

მსგავსი პოსტები

Back to top button