მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 511 ბავშვი დაიღუპა

2 დეკემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 511 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 152-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 496
ხარკოვის ოლქში – 304
კიევის ოლქში – 139
ჩერნიგოვის ოლქში – 71
ლუგანსკის ოლქში – 67
ნიკოლაევის ოლქში – 97
ხერსონის ოლქში – 132
ზაპოროჟიეს ოლქში – 99
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777
ლუგანსკის ოლქში – 67.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.