მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 522 ბავშვი დაიღუპა

3 თებერვლის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 522 ბავშვი დაიღუპა, 1 217-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

დონეცკის რეგიონში – 508
ხარკოვის ოლქში – 327
კიევის ოლქში – 146
ჩერნიგოვის ოლქში – 72
ლუგანსკის ოლქში – 67
ნიკოლაევის ოლქში – 101
ხერსონის ოლქში – 132
ზაპოროჟიეს ოლქში – 99
ლუგანსკის ოლქში – 67

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button