მნიშვნელოვანი

,,რუსული არხების აკრძალვით, უკრაინამ არც ისე სახარბიელო შედეგი მიიღო“ – უჩა სეთური

მცირე და საშუალო საკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური მიიჩნევს, რომ რუსული არხების პირდაპირი აკრძალვა სასურველი შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან არსებობს NTV-PLUS -ისა და სხვა რუსული არხების გავრცელების ალტერნატიული გზები.

,,აკრძალვა არის გზა, რომლითაც წავიდა უკრაინა და შედეგები არც ისე სახარბიელოა, რადგან რაღაცა ნაწილი წავიდა თანამგზავრზე და საერთოდ დაიკარგა კომუნიკაცია მომხმარებელთან და ის დამოუკიდებლად უყურებს იმ თანამგზავრებს, რომლებიც სამწუხაროდ, საქართველოსაც დაჰყურებს“, – განაცხადა უჩა სეთურმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“.

მისი თქმით, საჭიროა მეტი მუშაობა აუდიტორიასთან და ალტერნატივების შეთავაზება, რომ მაყუბელი ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ ტელევიზიებზე.

მოისმინეთ უჩა სეთურის ხმა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button