მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ამატებს

ქართული ოცნების თქმით რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის უკეთესი

რუსული ავიაკომპანია აზიმუტი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის. კომპანია რეგულაურ ავიამიმოსვლას უფასა და თბილისს შორის იწყებს.

პირველი რეისი 26 იანვარს შესრულდება. ცალმხრივი მიმართულების ბილეთის ფასი ამ დღეს 110 დოლარია.

აზიმუტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს ასრულებს როგორც მოსკოვის, ასევე სოჭისა და მინვოდის მიმართულებით ასევე, აქვს ფრენა მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით.
აზიმუტმა საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო – თავდაპირველად, კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აზიმუტი უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.

სანქცირებულთა სიაში არის კომპანიის სამივე დამფუძნებელიც – ვიტალი ვანცევი, პაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა – გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
ცნობისთვის აზიმუტი იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთიდან პირველი ფრენა განახორციელა – მას შემდეგ, რაც პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიამიმოსვლა განახლდა.

“აზიმუტი” უკრაინის მიერაა დასანქცირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button