მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენების დაწყებას ვერ ახერხებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არ არსებობის გამო ვერ იწყებს. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტიას“ კომპანიის წყარომ განუცხადა.

„იზვესტია“, ავიაკომპანიის წყაროზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ 16 ივნისს გაიცა ნებართვა სხვა მარშრუტზე – ჟუკოვსკი (მოსკოვის ოლქი) – თბილისი. საქართველოს ხელისუფლებას კი ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.

„ველოდებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული გადამზიდავი და ქართული მხარე ჩვენთვის ყველა ჩარტერზე დათანხმდა. ჩვენთვის ეს არის მტკივნეული წერტილი, რომ ფრენები არ არის დაწყებული, სეზონი კი, დაწყებულია“, – აცხადებს გამოცემის წყარო.

Red Wings-ის პრესსამსახურში „იზვესტიას“ დაუდასტურეს, რომ ისინი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობას ელოდებიან და მზად არიან ფრენების დასაწყებად.

შეგახსენებთ, რომ Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button