მნიშვნელოვანისიახლეები

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი მოქალაქე პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე ნათია გუდაძის გადაწყვეტილებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშივლი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დარჩნენ.

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლემ მომდევნო სხდომა 11 ნოემბერს ჩანიშნა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი შანიძე შეიწყალა

მსგავსი პოსტები

Back to top button