სპორტი

რუსული მედია, ჯეიმსის წასვლაში  შენგელიას ადანაშაულებს

მოსკოვის „ცსკას“ ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკ ჯეიმსმა გუნდიდან წასვლა სააბოლოოდ გადაწყვიტა. ამის მიზეზად რუსული მედია ამერიკელსა და თორნიკე შენგელიას შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გავრცელებულ ჭორებს „ტყუილი“ უწოდა და თქვა, რომ არც ჯეიმსთან და არცერთ სხვა თანაგუნდელთან არასოდეს უჩხუბია.

თავის მხრივ ამერიკელიც გამოეხმაურა ამ ამბავს: „საკმარისია ამდენი სიბინძურე, იდიოტებივით იქცევით. სანამ რამეს დაწერთ, იქნებ გაერკვეთ საქმის ვითარებაში“.

რამდენიმე დღის წინ მაიკს გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა და კლუბის ხელმძღვანელობამ ის სამშობლოში არ გაუშვა. ამერიკელი ძალიან განაწყენდა. ამას მოყვა „ფენერბახჩესთან“ მატჩის დროს მოხდარი ინციდენტი და შელაპარაკება მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისთან.

ვითარება ზედმეტად დაიძაბა და ჯეიმსმა წასვლა გადაწყვიტა.

„ცსკა“-მ უკვე მოძებნა ამერიკელის შემცვლელი.

„ვაშინგტონ ვიზარდის“ ყოფილი კალათბურთელი შაბაზ ნაპიერი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, მალე რუსული კლუბში ჩაირიცხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button