მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 050 ჯარისკაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 050 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 რუსი სამხედროთი მეტია.

„მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 22 მაისამდე დაახლოებით იყო:

📌29 050 ჯარისკაცი

📌1 285 ტანკი

📌3141 ჯავშანმანქანა

📌599 საარტილერო სისტემა

📌201 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა

📌93 საჰაერო თავდაცვის სისტემა

📌204 თვითმფრინავი

📌170 ვერტმფრენი

📌470 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

📌107 ფრთოსანი რაკეტა

📌13 ერთეული გემი/კატერი

📌2194 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი

📌43 სპეცტექნიკა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გასულ დღეს რუსმა დამპყრობლებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუცკის მიმართულებით განიცადა.

„დაარტყით ოკუპანტს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი ძალა სიმართლეშია!“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.

ამასთან დანაკარგის მიუხედავად რუსეთმა ჯავშანტექნიკა სახელად BMP-T Terminator , სავარაუდოდ, სევეროდონეცკის რეგიონში, დონბასზე შეტევის ფარგლებში გაგზავნა – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ამ შეტევაში “ძალების ცენტრალური ჯგუფია” ჩართულია – ერთადერთი ფორმირება, რომელიც ამ სამხედრო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება.

“ძალების ცენტრალურმა ჯგუფმა” ადრე მძიმე დანაკარგები განიცადა, როდესაც აღმოსავლეთ კიევში შეჭრის პირველ ეტაპზე გარღვევა ვერ შეძლო”, – აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button